ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმართა ვინაობას აქვეყნებს

დღეს, იუსტიციის სამინისტრომ ვებ-გვერდზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის №5 საპყრობილეში 27 მარტს, გამთენიისას მომხდარი “ინციდენტისას“ გარდაცვლილი შვიდი პატიმრის ვინაობა გამოაქვეყნა.


სამინისტრომ 28 მარტს ასევე გამოაქვეყნა,  იმ 18 დაჭრილი პატიმრის ვინაობა და ადგილსამყოფელი, რომლებიც მკურნალობას გადიან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.


ასევე გამოქვეყნებულია 96 პატიმრის სია, რომლებიც N5 საპყრობილედან რუსთავის N6 საპყრობილეში გადაიყვანეს.

Back to top button