ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრი: პატიმრებმა დაგვასწრეს

იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ, რომელიც ციხეში 27 მარტს მომხდარი სისხლიანი ბუნტის გამო ოპოზიციური პარტიების და ადამიანის უფლებათა დამცველი ზოგიერთი ჯგუფის კრიტიკის ობიექტი გახდა, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია დაგეგმილი ბუნტის შესახებ “ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, თუ ზუსტად რომელ დღეს იგეგემებოდა ის”.


“ჩვენ ეს ინფორმაცია 25 მარტს მივიღეთ და ვემზადებოდით [პრევენციული] ღონისძიებების მისაღებად ორგანიზატორების სხვა ციხეებში გადაყვანის გზით, მაგრამ მათ ბუნტი 26-27 მარტის ღამეს დაიწყეს; მათ დაგვასწრეს“, – განუცხადა გია ქავთარაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს 27 მარტს.

Back to top button