ახალი ამბები

შსკ-ს სხდომაზე ოთხი ძირითადი საკითხი განიხილება

დღეს ვლადიკავკაზში გამართულ შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომაზე ოთხივე  (ქართული, რუსული, სამხრეთ ოსური, ჩრდილოეთ ოსური) მხარის წარმომადგენლები დღის წესრიგზე შეთანხმდნენ, იუწყება 27 მარტს “რია ნოვოსტი“. 


28 მარტს განიხილება ოთხი ძირითადი საკითხი – კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარება, შსკ–ს ფარგლებში ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნა კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მიზნით, კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია და კონფლიქტის ზონის სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცია.


კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით, ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ ვლადიკავკაზში მიმდინარე შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.


“ვფიქრობ, რომ ჩვენი მუშაობით კონკრეტულ შედეგებს მივიღებთ”, – განაცხადა ხაინდრავამ.

Back to top button