ახალი ამბები

გილაური “კავკასიონის“ ხაზის დაზიანებას საბოტაჟს უწოდებს

სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს გამთენიისას სოფელ საკენთან ცეცხლსასროლი იარაღით მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის “კავკასიონის“ დაზიანება თბილისის N5 საპყრობილეში მომხდარ ბუნტს დაუკავშირა. 

“გამთენიისას, დაახლოებით ექვსი საათისთვის მაშინ, როცა მიმდინარეობდა ყველასთვის ცნობილი მოვლენები ბუნტის სახით ციხეში, მოხდა საბოტაჟი ენერგოსექტორზე. დილის ექვსი საათისთვის ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებული იყო კავკასიონის გადამცემი ხაზი სოფელ საკენთან… სამართალდამცავების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს,  ასე ვთქვათ, დაკვეთა შესრულებულია თბილისიდან“, – განაცხადა ნიკა გილაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.


მისი თქმით, ბუნტი და ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს, რადგან “მსგავსი სახის საბოტაჟი დიდი ხანია არ განხორციელებულა“.


გილაურის განცხდაებით, “კავკასიონის“ მწყობრიდან გამოსვლის ფაქტს სამართალდამცავები გამოიძიებენ.


მინისტრის ინფორმაციით, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, დაახლოებით 80–90 მგვტ–ის ოდენობით, შეწყვეტილია, თუმცა ქვეყნის 24–საათიან ენერგომომარაგებას საფრთხე არ ემუქრება.

Back to top button