We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონი” ავარიულად გაითიშა

დღეს, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონი“ მას შემდეგ გაითიშა, რაც კოდორის ხეობაში, სოფელ საკენთან დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღით ხაზი დააზიანეს.


სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო ამ ფაქტს დღეს თბილისის N5 საპყრობილეში პატიმართა ბუნტს უკავშირებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.


რუსეთ-საქართველოს ენერგოსისტემების დამაკავშირებელი ხაზის “კავკასიონის“ საშუალებით საქართველო 20-30 მგვტ რუსულ ელექტროენერგიას იღებდა.  თუმცა 28 მარტიდან ამ რაოდენობის ზრდა იგეგმებოდა იმის გამო, რომ ენრგურჰესი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო უნდა გათიშულიყო.

Back to top button