
“თავისუფლების ინსტიტუტი“ მიესალმება პოლიციის მიერ ციხეში ბუნტის ჩახშობას
“თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ 27 მარტს განაცხადა, რომ ძალის გამოყენება თბილისის მე-5 საპყრობილის მეამბოხეთა წინააღმდეგ გამართლებული იყო, რადგანაც “საჭიროა ამგვარი ტიპის ამბოხების ჩახშობა“.
“თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს ამგვარი ბუნტების აღმოფხვრას, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო საერთოდ არ არსებობს. ამგვარი ბუნტების აღმოსაფხვრელად უნდა განხორციელდეს ძალიან მკაცრი, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები… სამწუხაროდ, ასეთ დროს ის პატიმრებიც ზარალდებიან, რომელთაც ბუნტთან არანაირი კავშირი არ აქვთ, მაგრამ ამგვარ სიტუაციაში ძნელია გაარჩიო ვინ მონაწილეობს ბუნტში და ვინ არა“, – განაცხადა თეა თუთბერიძემ.
თუმცა, ზოგიერთმა სხვა ადამიანის უფლებათა დამცავმა ორგანიზაციებმა დაგმეს მომხდარი და სამართალდამცავები გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო გააკრიტიკეს. მათ ასევე მოითხოვეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან გათავისუფლება.
ოფიციალური ინფორმაცია გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობის შესახებ ჯერ არ არსებობს.