
ახალი ამბები
იუსტიციის სამინისტრო დაჭრილ პატიმართა სიას აქვეყნებს
იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 საპყრობილეში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილ პატიმართა სია და მათი ადგილსამყოფელი. ამ ინფორმაციის მიხედვით, სულ დაჭრილია 17 პატიმარი.
მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილია ექვსი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში – ათი, №1 კლინიკურ საავადმყოფოში კი ერთი პატიმარი, იუწყება იუსტიციის სამინისტრო.
ჯერ–ჯერობით უცნობია გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა. იუსტიციის მინისტრის გია ქავთარაძის განცხადებით, 27 მარტს გამთენიისას პატიმრებსა და სპეცრაზმს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად “რამდენიმე“ პატიმარი გარდაიცვალა.