ახალი ამბები

ვლადიკავკაზში შსკ-ს სხდომა იმართება

დღეს ქართული დელეგაცია კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას ხელმძღვანელობით ვლადიკავკაზში გაემგზავრა, სადაც 27–28 მარტს  შერეული საკონტროლო კომისიის სხდომა (შსკ) გაიმართება. 


ქართული მხარე შსკ-ს სხდომაზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის  დემილიტარიზაციისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის განხორციელების მიზნით სპეციალური კომისიის შექმნის საკითხებს დააყენებს.


რუსულ დელეგაციას, სავარაუდოდ, ახალი თანათავმჯდომარე, საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი უხელმძღვანელებს, რომელმაც ამ თანამდებობაზე 21 მარტიდან ყოფილი თანათავმჯდომარე ვალერი კენიაიკინი შეცვალა.

Back to top button