ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი სხვა პარტიებთან გაერთიანებას არ გეგმავს

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანებას არ გეგმავს, თუმცა გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობას არ გამორიცხავს. 


საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ახალი პარტია საქართველოს გზა ოფიციალურად 12 მარტს დაფუძნდა.


“ჩვენ ჩვენი გზა უნდა გავაგრძელოთ. არ შეიძლება, რომ პარტია დღეს იწყებს [ფუნქციონირებას] იმითი დაიწყოს, რომ ვიღაცასთან გაერთიანდეს და ვიღაცის პოზიციაზე გადავიდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მან აღნიშნა, რომ მიუღებელია “კინკლაობა” ოპოზიციის გაერთიანება- არგაერთიანებაზე .


“ძლიერი ოპოზიცია დემოკრატიულ ქვეყანაში არის მრავალფეროვანი ოპოზიცია, როცა არსებობს ერთი, ორი, სამი ძლიერი პარტია განსხვავებული მსოფლმხედველობით, რომელიც უტევს ხელისუფლებას სხვადასხვა კუთხით და არა ხელოვნურად გაერთიანებული ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლება უტევს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


 

მსგავსი/Related

Back to top button