ახალი ამბები

თბილისი მინსკში მომიტინგეების დარბევის ფაქტს გმობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს ბელარუსში 24 მარტის ღამეს საპროტესტო აქციაში მონაწილე დემონსტრანტთა დაპატიმრებას და სრულ სოლიდარობას უცხადებს ბელარუს ხალხს.


მომიტინგეების დარბევის ვიდეო–კადრები დღეს სხვადასხვა ტელევიზიებმა გადასცეს.


საგარეო საქმეთა უწყების მიერ 24 მარტს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელარუსის უშიშროების შენაერთების მიერ ძალის გამოყენებამ მშვიდობიან მომიტინგეთა წინააღმდეგ, “კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობას არ გააჩნია თანამედროვე ცივილიზირებული მსოფლიოს სტანდარტებთან შესაბამისად ცხოვრებისა და მოქმედების სურვილი და უნარი“.


“ჩვენ ჯერ კიდევ გვწამს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მიხვდება, რომ საბოლოო ჯამში შეუძლებელია ტირანული ზომების გამოყენებით თავისუფლებისა და თავისუფალი ნების გამოხატვისაკენ სწრაფვის ჩახშობა“, – ნათქვამია განცხადებაში.


 


 

Back to top button