
რუსეთი არ ეთანხმება ქართველ მესაზღვრეთა წრთვნის ეუთოს პროგრამის გაგრძელებას
რუსეთის წარმომადგენელმა ეუთოში ალექსეი ბოროდავკინმა 23 მარტს ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე განაცხადა, რომ სრული მოულოდნელობა იყო საქართველოში ეუთოს მისიის წინადადება ქართველ მესაზღვრეთა წრთვნის პროგრამის გაგრძელების თაობაზე.
“მინდა სიცხადე შევიტანო: მუდმივი საბჭოს #713 გადაწყვეტილების თანახმად ეს პროგრამა მთავრდება არაუგვიანეს 2006 წლის 31 ივლისისა. ამ თარიღის შემდეგ მისიას არ ექნება ამ ან მსგავსი პროგრამის განხორციელების არავითარი სამართლებრივი საფუძველი, როგორც საბიუჯეტო, ისე, ამას განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, არასაბიუჯეტო საფუძველზე“, – განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა ეუთოში.
ეუთოს მუდმივმა საბჭომ ქართველ მესაზღვრეთა წვრთნის პროგრამა გასული წლის 14 აპრილს დაამტკიცა. თუმცა ამას წინ უძღოდა, თბილისის შეფასებით, რუსეთის “არაკონსტუქციული პოზიციის“ გამო პროგრამის შესაძლო დაბლოკვა და ამ საკითხზე ეუთოში რუსულ–ქართული დებატები.