ახალი ამბები

გილაური: გაზსადენის გაყიდვა შესაძლებელია, თუ ფასი მისაღები იქნება

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა “როიტერს“ განუცხადა, რომ საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვა რუსული კომპანია “გაზპრომისთვის“ შესაძლებელია, თუ კონტრაქტის ღირებულება და პირობები მისაღები იქნება.


“მოდით წარმოვიდგინოთ, რომ ისინი [“გაზპრომი”] საკმაოდ მაღალ ფასს გვთავაზობენ გაზსადენში, ისინი მასზე სარემონტო სამუშაოებს დაიწყებენ და აქვთ სურვილი, რომ მომავალ კონტრაქტში ისეთი პირობები ჩადონ, რომლებიც ჩვენთვის მისაღები იქნება. რატომ უნდა ვუთხრათ “გაზპრომს“ გადაჭრით უარი?“, – განაცხადა გილაურმა “როიტერისთვის“ 9 მარტს მიცემულ ინტერვიუში. 

Back to top button