ახალი ამბები

სასაზღვრო უწყების დელეგაცია მოსკოვში გამართავს შეხვედრებს

საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია დეპარტამენტის თავმჯდომარის ბადრი ბიწაძის ხელმძღვანელობით 13 მარტს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში მიემგზავრება. ბადრი ბიწაძე თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პრონიჩევს შეხვდება.


საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეები განიხილავენ საქართველოს–რუსეთის საზღვარზე და საკონტროლო–გამშვებ პუნქტებზე არსებულ მდგომარეობას და შავი ზღვის აკვატორიაში  თანამშრომლობის საკითხებს.


ასევე დამტკიცდება 2007 წლის ურთიერთთანამშრომლობის სამოქმედო გეგმა.

Back to top button