ახალი ამბები

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებათა შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 8 მარტს გამოქვეყნებულ 2005 წლის მოხსენებაში საქართველოში ადამიანის უფლებათა შესახებ ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაუმჯობესდა რამდენიმე სფეროში, თუმცა სერიოზული პრობლემები კვლავ რჩება.


ამ პრობლემებს შორის მოხსენებაში დასახელებულია დაკავებულთა წამება და შეურაცხყოფა, სიცოცხლისთვის სახიფათო პირობები ციხეებში, დაუსჯელობა სამართალდამცავ სტრუქტურებში, სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობა, თვითნებური დაპატიმრება და დაკავება, მთავრობის ზეწოლა მედიაზე, ზოგიერთი რელიგიური უმცირესობის დევნა, ქალთა დისკრიმინაცია და ტრეფიკინგი. 


 

Back to top button