
ახალი ამბები
აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებენ
კანცელარიის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას სალარო აპარატებთან დაკავშირებით დიალოგისკენ მოუწოდეს.
“ხელისუფლება დიალოგზე არ მოდის… მოვუწოდებთ ხელისუფლებას მოლაპარაკებებისაკენ საკუთარ ხალხთან“, – განაცხადა კობა დავითაშვილმა აქციაზე, რომელიც “ლეიბორისტების“, “კონსერვატორებისა“ და “ახალი მემარჯვენეების“ ორგანიზებით მოვაჭრეების ინტერესების დასაცავად იმართება.
პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა 2–3 ათასამდე ადამიანმა, რომელთა ძირითადი მოთხოვნა მოვაჭრეებისათვის სალარო აპარატებით სარგებლობის გაუქმებაა, კანცელარიის წინ ცოტა ხნის წინ გადაინაცვლა.