ახალი ამბები

მოსკოვში პარტია “სამართლიანობა” სააკაშვილის წინააღმდეგ აქციას მართავს

მოსკოვში იგორ გიორგაძის პარტია “სამართლიანობის“ წევრებმა პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს საელჩოს შენობის წინ აქცია გამართეს. 


აქციის მონაწილეები უკმაყოფილო არიან საქართველოს ხელისუფლების  პოლიტიკით რუსეთის მიმართ.


აქციაში მონაწილეობას იღებდა აჭარის ყოფილი ლიდერის ასლან აბაშიძის თანამებრძოლი, “სამართლიანობის“ წარმომადგენელი ჯემალ გოგიტიძე, რომელიც 2004 წლის მაისის აჭარის რევოლუციის შემდეგ საქართველოდან წასულია.

Back to top button