ახალი ამბები

პრეზიდენტს, მთავრობას შესაძლოა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება მიეცეს

ქართული მედიის ცნობით, პარლამენტის ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს და მთავრობის წევრებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება ოფიციალურად მიენიჭებათ.


“თუმცა მკაცრად უნდა განისაზღვროს, რომ მათ [აღმასრულებელ ხელისუფლებას] საარჩევნო კამპანიის დროს საბიუჯეტო თანხები არ დახარჯონ“, – აცხადებს ინიციატორი მიხეილ მაჭავარიანი.


მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობა პრეზიდენტს, რომელსაც უფლება აქვს იყოს პარტიის თავმჯდომარე, და მთავრობის წევრებს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას უკრძალავს.

Back to top button