ახალი ამბები

არმიის განვითარების ფონდის ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას ინფორმაციით,  თავდაცვის სამინისტროს არმიის განვითარების ფონდის ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც “მალე” დასრულდება.


რურუას განცხადებით, ფონდის საჭიროება აღარ არსებობს, “თან გაუქმების თაობაზე რეკომენდაცია პარტნიორმა ქვეყნებმაც მოგვცეს”.  

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, ფონდიდან თანხები შეიარაღებაზე არ იხარჯებოდა და მხოლოდ ინფრასტრუქტურულ მიზნებს ხმარდებოდა.


ოპონენტები თავდაცვის სამინისტროს ფონდის, რომელიც “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შეიქმნა, შემოსავლების და ხარჯვის არაგამჭვირვალე პროცედურების გამო აკრიტიკებდნენ.
 
“საპროცესო გარიგებიდან ფონდში არცერთი თეთრი არ შესულა. ფონდი ძირითადად  ქართველი ბიზნესმენების შემოწირულობებით ივსებოდა“, – განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ 9 მარტს ნიკა რურუამ.

Back to top button