
ახალი ამბები
მეთიუ ბრაიზა თბილისში კონფლიქტების მოგვარების საკითხებს განიხილავს
აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა, რომელიც თბილისში 8 მარტს ჩამოვიდა, კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს გიორგი ვოლსკის შეხვდა.
შეხვდრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა აშშ–ს ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილეს.
აშშ–ს საელჩოს ცნობით, მეთიუ ბრაიზა შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ–მინისტრს ზურაბ ნოღაიდელს და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს.
აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე მონაწილეობას მიიღებს 9-10 მარტს, თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით დაგეგმილ დისკუსიაში თემაზე: “დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა – მომავლის პერსპექტივები”.