
ახალი ამბები
ოპოზიციის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება
დღეს 16 საათზე პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პარტიების “ლეიბორისტების“, “კონსერვატორების“ და “ახალი მემარჯვენეების“ ორგანიზებით ფართომასშტაბიანი საპროტესო აქცია–მანიფესტაცია იგეგმება, რომელიც ღამის 24 საათამდე სანქცირებულია თბილისის მერიის მიერ.
აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა ბაზრებისა და ბაზრობების მოვაჭრეებისათვის სალარო აპარატების მოხმარების ვალდებულების მოხსნა და მათთვის ფიქსირებული გადასახადის დაწესება იქნება.
ამას გარდა, ოპოზიცია აქციაზე სხვა პრობლემატური საკითხების, მათ შორის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის სამართლიანად გამოძიების მოთხოვნის დაყენებას გეგმავს.
ანალოგიური აქციები დღეს საქართველოს რეგიონებშიც იმართება.