
ახალი ამბები
თავდაცვის მინისტრი ნატოს ექსპერტებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და ნატოს ექსპერტთა ჯგუფმა 8 მარტს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) ფარგლებში დაგეგმილი რეფორმების განხორციელების პროცესი განიხილეს, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ნატოს ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში 6 მარტს ჩამოვიდა საქართველოს მიერ IPAP-ის განხორციელების შეფასების მიზნით.
“ნატოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს თავდაცვის უწყებაში 2005 წელს გატარებული რეფორმები“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, IPAP-ის ფარგლებში რეფორმების განხილვა ნატოს შტაბბინაში აპრილში გაიმართება.