ახალი ამბები

გალში მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

სამი მამაკაცი და ერთი შვიდი წლის გოგონა დაიღუპა და ერთი ადამიანი დაიჭრა მას შემდეგ, რაც უცნობმა შეიარაღებულმა ჯგუფმა გალის რაიონის სოფელ საბერიოში მიმავალ ორ მანქანას გაუხსნა ცეცხლი, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.


აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ “ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ ყველა გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქე იყო.


აფხაზურმა მხარემ ამ თავდასხმაში უკვე დაადანაშაულა დაუდგენელი ქართული შეიარაღებული ჯგუფი. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ “რეგნუმს“ განუცხადა, რომ ტერორიზმი საქართველოს ხელისუფლების იარაღი გახდა.


 

Back to top button