
ახალი ამბები
გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხ თანამშრომელს, რომლებიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები, სასამართლომ 8 მარტს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გახმაურებული მკვლელობის საქმე გახსნილად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც პოლიციამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გია ალანია და იმავე დეპარტამენტის კიდევ სამი თანამშრომელი, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ყაჭავა და მიხეილ ბიბილური დანაშაულში ეჭვმიტანილებად ცნო და დააპატიმრა.