ახალი ამბები

სვიმონიშვილი: ფრინველის გრიპის კერა ლიკვიდირებულია

დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიხეილ სვიმონიშვილმა განაცხადა, რომ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიაში ფრინველის გრიპის კერა ლიკვიდირებულია და აჭარის ამ რაიონში საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნების საჭიროება აღარ არსებობს.


“კვირის ბოლოს მთავრობა პრეზიდენტს [ხელვაჩაურის რაიონში] საგანგებო მდგომარეობის გაუქმების თხოვნით მიმართავს, პრეზიდენტი კი პარლამენტს წარუდგენს ამ წინადადებას“, – განაცხადა დღეს მიხეილ სვიმონიშვილმა.


ხელვაჩაურის რაიონში საგანგებო მდგომარეობა 28 თებერვლიდან 7 თვის ვადით მას შემდეგ ამოქმედდა, რაც საქართველოში ფრინველის გრიპის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. H5N1-ის ვირუსი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ადლიას მახლობლად 24 თებერვალს ტბაზე ნაპოვნ მკვდარ გედს აღმოაჩნდა.

Back to top button