
ახალი ამბები
რაისმა და ლავროვმა კონფლიქტები განიხილეს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 7 მარტს ვაშინგტონში გამართული შეხვედრის დროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების საკითხები განიხილეს.
“ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა გვესაუბრა იმის შესახებ, რასაც გაყინულ კონფლიქტებად მივიჩნევთ, როგორიცაა მთიანი ყარაბაღი, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა კონდოლიზა რაისმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. ამ საკითხზე სხვა კომენტარი პრეს-კონფერენციის მსვლელობისას არ გაკეთებულა.