ახალი ამბები

გურამ დონაძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ დონაძე 7 მარტს თანამდებობიდან გაათავისუფლა. მის მოვალეობას დროებით პრესსამსახურის თანამშრომელი ზურაბ გვენეტაძე შეასრულებს.


დონაძე, სამინისტროს რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანთან ერთად, სავარაუდოდ კავშირშია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმესთან. თუმცა, დონაძის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი არის მისი “კონფლიქტური ურთიერთობები“ რამდენიმე ჟურნალისტთან. 


შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომელიც 7 მარტს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Back to top button