ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო 2006 წლის პრიორიტეტებს განსაზღვრავს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 6 მარტს თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტი , რომელიც 2006 წელს სამინისტროს პრიორიტეტებს განსაზღვრავს.


აღნიშნული დოკუმენტი წინ უსწრებს თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვისა (თსმ) და მისი შესრულების დეტალური გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას.


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში ასახული მიზნებისა და პრიორიტეტების განხორციელება “შესაძლებლობას მოგვცემს ჩამოვაყალიბოთ ეფექტურად დაკომპლექტებული და ნატო-სთან თავსებადი შეიარაღებული ძალები.“

Back to top button