
ახალი ამბები
კონტროლის პალატის ყოფილ უფროსს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.
მოლაშვილი, რომელიც დამნაშავედ ცნეს სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტებაში და საბიუჯეტო თანხების მითვისებაში, 2004 წლის 22 აპრილს დააპატიმრეს. მან წინასწარ პატიმრობაში მაქსიმალური ვადა, 9 თვე დაჰყო.
გასული წლის სექტემბერში საოლქო სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯომარეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის გასაჩივრების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მოლაშვილს სასჯელი მხოლოდ ერთი წლით შეუმცირა.