ახალი ამბები

ხაინდრავა ბრიუსელში გაემგზავრა

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა დღეს ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განიხილავს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხებს.


“ევროკავშირის ძალიან აქტიური ჩართვა არის აუცილებელი ცხინვალის რეგიონის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით. მათი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვთვლით, რომ ამის ყველა წინაპირობა არსებობს. ამიტომ ის მოხსენებები და კონსულტაციები, რომელიც ჩვენ გვექნება, ვფიქრობ, რომ გადამწყვეტ ხასიათს ატარებს დღეს“, – განუცხადა გამგზავრებმდე ტელეკომპანია “რუთავი 2“-ს სახელმწიფო მინისტრმა.


ვიზიტისას ასევე განიხილება შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) სხდომის ბრიუსელში შესაძლო ჩატარების საკითხიც.

Back to top button