ახალი ამბები

ნატო–ს IPAP-ის შემფასებელთა ჯგუფი საქართველოს სტუმრობს

6-10 მარტს საქართველოს ეწვევა ნატოს საერთაშორისო სამსახურის ექსპერტებით დაკომპლექტებული შემფასებელი მისია, რომელიც განახორციელებს საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის (IPAP) შესრულების საბოლოო შეფასებას, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ IPAP-ით წელს გათვალისწინებულ რეფორმებს დაასრულებს, რაც გახდება გზამკვლევი ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმისაკენ (MAP).


“დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლოს ჩვენ დავიწყებთ წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას“, – განაცხადა 4 თებერვალს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა მიუნხენში საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ნატოს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს შორის გამართული საუბრის შემდეგ.

Back to top button