
ახალი ამბები
აფხაზეთში ქართველი კინოდოკუმენტალისტები დააკავეს
5 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, თეა შარია, გიორგი სოხაძე და თეიმურაზ ელიავა, რომლებიც თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქვის მონასტრის ფირზე აღბეჭდვის მიზნით იმყოფებოდნენ, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა დააკავეს.
დაკავებულები დოკუმენტურ ფილმს იღებენ საქართველოს ეკლესია–მონასტრებზე.
გავრცელებული ინფორმაციით, შოარია, სოხაძე და ელიავა სოხუმის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.