ახალი ამბები

НТВ-ს თბილისის ბიუროზე თავდასხმა მოხდა

რუსული ტელეკომპანია НТВ-ს თბილისის ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ფანჯრების მინები დააზიანეს, იტყობინებოდა 5 მარტს ქართული მედია.


სავარაუდოდ, თავდასხმა 4 მარტის ღამით მოხდა, როცა თბილისის ცენტრში განთავსებული ეს ოფისი ცარიელი იყო.


გავრცელებული ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს უცნობი პირი ასევე შეეცადა НТВ-ს ოფისში შეჭრას, თუმცა ვერ მოახერხა.

Back to top button