ახალი ამბები

პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერებს “ბაზრის პოლიტიკოსებს“ უწოდებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკრიტიკა რამდენიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოვაჭრეების საპროტესტო აქციის თავიანთი ინტერესებისთვის გამოყენების გამო და მათ “ბაზრის მოვაჭრეები“ უწოდა.  


“რა თქმა უნდა, მე მოვაჭერების მხარეზე ვარ… მაგრამ როცა პოლიტიკოსები იწყებენ ბაზარში კარიერის კეთებას, ეს პოლიტიკოსები არიან “ბაზრის პოლიტიკოსები“. მათ სხვა სახელები არ ჰქვიათ“, – განაცხადა სააკაშვილმა.


1 მარტს პარლამენტის შენობის წინ ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც იმ საკანონმდებლო ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც გამყიდველებს ავალდებულებს ბაზრობებზე სალარო აპარატებით ისარგებლონ. ანალოგიური საპროტესტო აქცია უკვე გაიმართა 28 თებერვალს.


საპროტესტი აქციები 1 მარტს ასევე გაიმართა ბათუმსა და გორში.


თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ოპოზიციური ლეიბორისტული და კონსერვატორული პარტიების ლიდერებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიის “ახალი მემარჯვენეების“ აქტივისტები გორის საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button