ახალი ამბები

ნოღაიდელი აშშ–ში გაემგზავრა

პრემიერ– მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს აშშ–ში გაემგზავრა, სადაც 2 მარტს მონაწილეობას მიიღებს ფორუმში “ინვესტირება საქართველოში“.


“ძირითადად სამ მიმართულებაზე გაკეთდება აქცენტი: ენერგოობიექტების, ელექტროკავშირისა და ბათუმის პორტის პრივატიზაციაზე“, – განუცხადა ჟურნალისტებს გამგზავრებამდე ნოღაიდელმა.


პრემიერ–მინისტრი 3 მარტს ასევე გეგმავს შეხვედრას გაეროს გენერალურ მდივანთან კოფი ანანთან, სადაც “კონფლიქტების მოგვარების შესაძლებლობებს და სამშვიდობო პროცესებს ანუ მათ შეფერხებას განვიხილავთ“, – აცხადებს ნოღაიდელი.


პრემიერ–მინისტრს ვიზიტის დროს თან ახლავს სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან  სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე, ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური და ეკონომიკის მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე. 

Back to top button