ახალი ამბები

საქართველო რუსი სამშვიდობოების ვიზებისთვის ბოლო ვადას ადგენს

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოების სარდლობისთვის გაგზავნილ წერილში საქართველოს სამხედრო პოლიცია აფრთხილებს მათ, რომ სამშვიდობოებმა ქართული ვიზები 10 მარტამდე უნდა აიღონ, განუცხადა სამხედრო პოლიციის უფროსმა ალექსანდრე სუხიტაშვილმა “სივილ ჯორჯიას“ 27 თებერვალს.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 21 თებერვალს რუსულ მხარეს მოუწოდა დაიწყოს კონსულტაციები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კოფნლიქტების ზონებში განლაგებული რუსი სამშვიდობოების ვიზებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. 


“სანამ არ იარსებებს შესაბამისი იურიდიული ბაზა, მათ უნდა აიღონ ვიზები საქართველოს ტერიტორიაზე. თვითონ რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოს 2000 წელს დაუწესა“, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.


27 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობამ შეშფოთება გამოხატა საქართველოს სამხედრო პოლიციის უფროსის წერილთან დაკავშირებით, იტყობინება “რია ნოვოსტი“.


განცხადება ბოლო ვადის დაწესებას ცალმხრივ ქმედებად მიიჩნევს, რადგანაც სამშვიდობოების განლაგება და მათი სტატუსი “სამთავრობოთაშორისო შეთანხმებებით“ არის გათვალისწინებული, რომელთა გადახედვაც მხოლოდ “სახელმწიფოთაშორისო მოლაპარაკებების გზით“ არის შესაძლებელი. 

Back to top button