ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ნატოზე და აშშ-ს ბაზებზე კომენტარს აკეთებს

გაზეთ “კომერსანტ“-ისთვის 27 თებერვალს მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანებას გეგმავს, თბილისი არ განათავსებს ალიანსის სამხედრო ბაზებს თავის ტერიტორიაზე. მან ასევე უარყო ის ვარაუდები, რომ აშშ განიხილავს საქართველოს სამხედრო ბაზების შესაძლო გამოყენების საკითხს ირანთან სამხედრო კონფრონტაციის შემთხვევაში.


კითხვაზე, განათავსებს თუ არა საქართველო ნატოს ბაზებს საკუთარ ტერიტორიაზე სააკაშვილმა უპასუხა: “არა“.


“თუმცა, ნატოს წევრობა პოლიტიკური არჩევანის საკითხია“, – დასძინა სააკაშვილმა.


მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ საქართველოს სამხედრო ბაზების გამოყენება ირანთან კონფრონტაციის შემთხვევაში არც კი განიხილება.


“დღეს ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ვარაუდები არსებობს. ამერიკელები არც კი ითხოვენ რაიმე ბაზას ჩვენგან… ისინი ღიად აცხადებენ, რომ არ აპირებენ სამხედრო ბაზების განთავსებას საქართველოში და ამგვარ ვითარებაში საქართველო, რა თქმა უნდა, არც ეპატიჟება რომელიმე ქვეყნის სამხედრო ბაზებს აქ“, – დასძინა სააკაშვილმა.       

Back to top button