ახალი ამბები

ზურაბ ნოღაიდელი აშშ-ს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 2 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც ნიუ-იორკში საინვესტიციო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.


ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან კოფი ანანთან 3 მარტს, სადაც აფხაზეთში არსებული ვითარება იქნება განხილული, იტყობინება პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური.


პრემიერ-მინისტრთან ერთად, აშშ-ში ასევე გაემგზავრებიან სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე, ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური და ეკონომიკის მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე. 



 

Back to top button