
ახალი ამბები
საქართველო და ბულგარეთი სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბულგარეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის დროს თავის კოლეგასთან ვესელინ ბლიზნაკოვთან სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ვიზიტის დასასრულს მხარეებმა ხელი მოაწერეს 2006 წელს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23–24 თებერვალს სოფიაში გამართული შეხვედრების დროს ძირითადად ორ ქვეყანას შორის სამხედრო-საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილებოდა. ბულგარეთის მხარემ მზადყოფნა გამოთქვა პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.