ახალი ამბები

ბეჟუაშვილმა და ტარასიუკმა თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს

23 თებერვალს ქართული მხარის ინიციატივით სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ბორის ტარასიუკს შორის, რომლის დროსაც თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.


მხარეებმა ისაუბრეს სუამის (საქართვველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი) ორგანიზაციის განვითარების პერსპექტივებზე,  ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის კონფლიქტების მოგვარების მიზნით თბილისის სამშვიდობო ინიციატივებსა და საერთაშორისო მხარდაჭერის საკითხზე.


გელა ბეჟუაშვილმა თავის უკრაინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში სამშვიდობო ოპერაციებში უკრაინის მონაწილეობის მზადყოფნისათვის. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ინარჩუნებს მტკიცე პოზიციას- ჩამოყალიბდეს საერთაშორისო, მრავალეროვანი სამშვიდობო ოპერაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდითა და მანდატით.

Back to top button