
ახალი ამბები
ქართველი დეპუტატების ვიზიტი მოსკოვში გადაიდო
ქართველ პარლამენტართა ჯგუფის ვიზიტი მოსკოვში, რომელიც 26 თებერვალს იყო დაგეგმილი, რუსული მხარის თხოვნით მარტის შუა რიცხვებამდე გადაიდო.
“რუსული მხარის ოფიციალური განმარტება ის იყო, რომ მათ სურთ მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება მოსკოვში, მათ შორის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარესთან [ბორის გრიზლოვთან]“, – განუცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ს 23 თებერვალს.
ცოტა ხნის წინ, რუსეთმა ასევე გადადო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი მოსკოვში იმ მოტივით, რომ საჭიროა პაუზის გაკეთება ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ ვითარებაში.