ახალი ამბები

ქვემო ქართლში პოლიციას და საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის შეტაკება მოხდა

მარნეულის რაიონის სოფელ დამია-გერარხის მაცხოვრებელთა საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 22 თებერვალს ავტომაგისტრალი გადაკეტეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ აქციის 15 მონაწილე დააპატიმრა.


საპროტესტო აქციის მონაწილეები რეგიონში მიწების სამართლიან გადანაწილებას მოითხოვდნენ.


ნაზიმ იბრაგიმოვმა, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების უფლებებათა დაცვის აზერბაიჯანის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, შეშფოთება გამოხატა ინციდენტის გამო და 23 თებერვალს აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო “ტრენდს“ განუცხადა, რომ შეიქმნება ერთობლივი ქართულ-აზერბაიჯანული კომისია, რომელიც ქვემო ქართლის რაიონში მიწის გადანაწილების პრობლემებზე იმუშავებს.


საქართველოს სახალხო დამცველის აპატარმა 22 თებერვალს განაცხადა, რომ მან გამოიძია შეტაკების ინციდენტი და დაასკვნა, რომ “პოლიციას ჰქონდა ძალის გამოყენების უფლება, რათა დაეხსნა ცენტრალური მაგისტრალი, როგორც ეს კანონითაა გათვალისწინებული“.


თუმცა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაგმო პოლიციის “ძალადობა“ ადგილზე მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტების წინააღმდეგ.


საპროტესტო აქციის დროს ინციდენტის ადგილას იმყოფებოდნენ ჟურნალისტები აზერბაიჯანული ტელევიზიებიდან Leader TV და ANS TV.  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ადგილობრივმა პოლიციამ “ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტებს“.

Back to top button