ახალი ამბები

ნოღაიდელმა და ტეფტმა სამხრეთ ოსეთის საკითხი განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ზურაბ ნოღაიდელმა და  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯონ ტეფტმა 23 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის საკითხი განიხილეს, იტყობინება საქართელოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური.


ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს ელჩი მიესალმა საქართველოს მთავრობის ცალმხრივ ინიციატივებს კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით.


ჯონ ტეფტმა ასევე განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ–ში დაგეგმილი ვიზიტი.

Back to top button