
ახალი ამბები
ბურჯანაძე ვენაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას დაესწრება
23-26 თებერვალს შედგება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვიზიტი ვენაში, სადაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეხუთე ზამთრის სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურის ცნობით, იგეგმება ნინო ბურჯანაძის სიტყვით გამოსვლა პოლიტიკური და უსაფრთხოების გენერალური კომიტეტის სხდომაზე. გამოსვლის მთავარი თემა სავარაუდოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და საქართველოში არსებული კონფლიქტები იქნება.
ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს ელჩებს და ავსტრიის ოფიციალურ პირებს შეხვდება.