We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

გამოკითხვამ სამხრეთ ოსეთისადმი რუსეთში არსებული განწყობა გამოავლინა

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ფონდის მიერ 23 თებერვალს გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ გამოკითხულ რუსეთის მოქალაქეთა 57%-ს მიაჩნია, რომ რუსეთმა ნეიტრალური პოზიცია უნდა დაიკავოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. რესპოდენტთა 21%-ს მიაჩნია, რომ მოსკოვმა მხარი უნდა დაუჭიროს სამხრეთ ოსეთს, ხოლო 3% ფიქრობს, რომ რუსეთმა საქართველოს უნდა დაუჭიროს მხარი.


რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ფონდმა 1500 რესპოდენტის გამოკითხვა თებერვლის შუა რიცხვებში ჩაატარა.


რესპოდენტების 66%-ს მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი რუსეთის ინტერესებს უკავშირდება. 44%-მა განაცხადა, რომ რუსეთს უნდა ჰყავდეს სამშვიდობოები რეგიონში, 23% ამის წინააღმდეგია, ხოლო 34%-მა პასუხისგან თავი შეიკავა.


კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 27% მიიჩნევს, რომ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია, ხოლო 41%-ს მიაჩნია, რომ ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

Back to top button