ახალი ამბები

ეროვნული უშიშროების საბჭომ ფრინველის გრიპის საფრთხე განიხილა

პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოში ფრინველის გრიპის საფრთხის განხილვის მიზნით 24 თებერვალს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.


წინასაწარი მონაცემებით, 24 თებერვალს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში თურქეთის საზღვრის მახლობლად ნაპოვნ ერთ მკვდარ გედს H5N1 ვირუსი აღმოაჩნდა.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა სხდომამდე განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია შინაური ფრინველების და ადამიანების დაინფიცირების თავიდან აცილება.


“მოსახლეობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს და დაიცვას ელემენტარული სანიტარული ნორმები, რათა არ დაინფიცირდეს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

Back to top button