ახალი ამბები

რუსულმა”სუ–25“–მა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

21 თებერვალს დაირღვა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების “სუ-25“ ტიპის თვითმფრინავის მიერ, ყაზბეგის რაიონის დასავლეთით, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


ამავე ცნობაში ნათქვამია, რომ იმევე დღეს სრული საბრძოლო შეიარაღებით აღჭურვილმა “მი-8“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა განახორციელა ქალაქ სენაკის სამხედრო გარნიზონის შემოფრენა”.


“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საჰაერო სივრცის დარღვევასა და საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედროების მიერ განხორციელებულ პროვოკაციულ ფრენებს აფასებს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის უხეშ ხელყოფას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს პროტესტს რუსული მხარის აღნიშნული ქმედებების გამო და მოითხოვს მათ დაუყოვნებელ აღკვეთას”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


შესაბამისი შინაარსის ნოტა სამინისტრომ უკვე გადასცა საქართველოში რუსეთის ფედერაციის საელჩოს.

Back to top button