
ახალი ამბები
სუამი სრულმასშტაბიან საერთაშორისო ორგანიზაციად ჩამოყალიბდება
უკრიანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ვასილი ფილიპჩუკის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) საწესდებო დოკუმენტებზე, რომლის მომდევნო სამიტზე დამტკიცების შედეგად სუამი სრულმასშტაბიან ორგანიზაციად ჩამოყალიბდება.
“ჩვენ მოველით, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში შედგება სამიტი უმაღლეს დონეზე, რომელზეც შეთანხმდება ეს საწესდებო დოკუმენტები და გამოცხადდება სუამი სრულმასშტაბიან ორგანიზაციად გარდაქმნა“, – იუწყება “ინტეფაქსი“ 21 თებერვალს ფილიპჩუკის სიტყვებზე დაყრდნობით.