ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემას წყვეტს

საქართველოში რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილებამ შეწყვიტა ვიზების გაცემა საქართველოს მოქალაქეებზე გარდა”ჰუმანიტარული ხასიათის შემთხვევებისა”, იუწყება რუსეთის საელჩო 21 თებერვალს.


რუსეთის საელჩოს ცნობით, ეს ღონისძიება იმის საპასუხოდ განხორციელდა, რომ “მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულ იქნა შეთანხმება რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე… რომლის თანახმადაც შესაძლებელია რუსი სამხედროების როტაცია, ქართული მხარე წლების განმავლობაში ხელოვნულ პრობლემებს უქმნის რუს სამხედროებს ვიზების გაცემის დროს“.


რუსეთი ამჟამად დროებითი და სეზონური სამუშაოს მაძიებელი  საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მთავარ ადგილს წარმოადგენს. რუსეთმა ვიზების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ორ ქვეყანას შორის სამხრეთ ოსეთში რუსული სამშვიდობო ოპერაციის კუთხით არსებული დაძაბული ვითარების ფონზე მიიღო. 

Back to top button