
ახალი ამბები
რუსული მხარის მოთხოვნით ნოღაიდელის მოსკოვში ვიზიტი გადაიდო
დღეს რუსეთის ელჩმა საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა მას შემდეგ, რაც შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან, განაცხადა, რომ რუსული მხარის მოთხოვნით გადაიდო პრემიერ–მინისტრის 26–27 თებერვალს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი.
“პრემიერ–მინისტრს ოფიციალური ინფორმაცია მივაწოდე, რომ რუსულმა მხარემ შესთავაზა მისი ვიზიტის გადადება. ვიმეორებ, რომ ეს არ არის ვიზიტის გაუქმება, ეს არის დროში გადადება. ჩვენ ვთვლით, რომ არსებული დაძაბული ვითარების დროს საჭიროა მცირე პაუზა“, – განუცხადა ჩხიკვიშვილმა დღეს ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ჯერ–ჯერობით უცნობია კონკრეტული თარიღი, როცა შედგება ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი რუსეთში.