
ახალი ამბები
ტალიავინი სოხუმს სტუმრობს
გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჰეიდი ტალიავინი დღეს სოხუმში შეხვედრებს გამართავს თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან და საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან სეგეი შამბასთან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრებზე განიხილება აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხები და გალის რაიონში შექმნილი ვითარება.